ქართული რძის ნიშნის შესახებ

"ქართული რძე" არის რძის პროდუქტების განმასხვავებელი ნიშანი და მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ ნედლი რძით. ნიშნის მიზანია ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს  ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას. ნიშნის გამოყენება შეეძლებათ იმ საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას მხოლოდ ნედლი რძით და არ შეიცავს რძის ფხვნილს და/ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს.

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ქართული რძის ნიშანს. საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს აუდიტს საწარმოებში, რათა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ნიშნის გამოყენების კრიტერიუმებს და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭებაზე. ინსტიტუტი ადმინისტრირებას უწევს ქართული რძის ნიშნის ვებგვერდს, ქმნის რძის გადამამუშავებელი საწარმოების მონაცემთა ბაზას, რომელიც აიტვირთება ვებგვერდზე, და ლობირებას გაუწევს რძის მეწარმეებს მათთვის საჭირო და  მნიშვნელოვან საკითხებზე.

ინსტიტუტი უფასო კონსულტაციას გაუწევს ქართული რძის ნიშნის ბაზაში დარეგისტრირებულ მეწარმეებს ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ბაზრის კვლევების და მარკეტინგის საკითხებზე. 

 

ვის შეუძლია მიიღოს ნიშანი?

 

საწარმოს შეუძლია მოიპოვოს ნიშნის გამოყენების უფლება  იმ პროდუქციაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საწარმო უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეესტრში
  • საწარმოს უნდა ჰქონდეს აღიარება სურსათის ეროვნული სააგენტოს  მიერ
  • საწარმოს უნდა ჰქონდეს დანერგილი ან დანერგვის ეტაპზე უნდა იყოს  HACCP
  • საწარმო უნდა იყოს მოქმედი და აწარმოებდეს პროდუქციას განაცხადის წარდგენის დროს
  • საწარმოს უნდა ჰქონდეს რძის სექტორში მუშაობის მინიმუმ სამთვიანი გამოცდილება
  • საწარმო უნდა აწარმოებდეს პროდუქციას იმ ნედლი რძით, რომელსაც აგროვებს ფერმერებისგან, რომელთა საქონელი თავისუფლად ძოვს საძოვრებზე წელიწადში მინიმუმ ექვსი თვე, ხოლო ზამთრის საკვების ძირითადი ნაწილი ბალახზე დამზადებული საკვებს წარმოადგენს
  • რძის პროდუტები არ უნდა შეიცავდეს რძის ფხვნილს ან მცენარეულ ცხიმს

როგორ ხდება ნიშნის ადმინისტრირება?

 

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად ადგილზე ამოწმებს იმ საწარმოს, ვისაც შევსებული აქვს განაცხადი ნიშნის გამოყენებაზე:

  • ატარებს იმ რძის პროდუქტების ლაბორატორიულ ანალიზს, რომელსაც უნდა მიენიჭოს ნიშანი.
  • ფორმდება თანამშრომლობის ხელშეკრულება რძის საწარმოსა და საქართველოს ბიზნესს ინსტიტუტს შორის
  • თუ შემოწმებამ დადებითად ჩაიარა, საწარმო იხდის ყოველთვიურ გადასახადს ყველის შემთხვევაში 100 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენი პროდუქტების შემთხვევაში, როგორებიცაა მაწონი, არაჟანი, კარაქი - 50 ლარს, თითო სახეობის პროდუქტზე, თვეში.
  • საწარმო, რომელიც ხდება ნიშნის მომხმარებელი, საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტისგან სხვადასხვა სახის დამატებით მომსახურებას ღებულობს.

 

როგორ გავაკეთო განაცხადი?

 

რძის საწარმოებს შეუძლიათ ნიშნის გამოყენების უფლების მოპოვებისთვის შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი ონლაინ ან ჩამოტვირთონ ის.

ნიშანი „ქართული რძე“ შეიქმნა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კავკასიის რესურსცენტრის“ მიერ ახლახანს ჩატარებულ ურბანულ მომხმარებელთა ეროვნული კვლევის საფუძველზე. კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას სურს იყიდოს ნედლი რძისგან დამზადებული ნატურალური, როგორც ისინი თავად უწოდებენ, ‘ეკოლოგიურად სუფთა’ პროდუქტი, რომელიც, მათივე განმარტებით,  სუფთა ბალახით ნაკვები ცხოველისგან მიღებული სუფთა რძით მზადდება სუფთა და უვნებელ საწარმოო პირობებში. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას უჭირს განასხვავოს ასეთი პროდუქტი მაღაზიებში არსებული სხვა რძის პროდუქტებისგან. ქართული რძის ნიშანი დაეხმარება მომხმარებელს ამ პრობლემის დაძლევაში.

ფორმის შევსება

პროექტში ჩართვის განაცხადი

გთხოვთ განიხილოთ ქვემოთ მითითებული საწარმოს განაცხადი ქართული რძის პროდუქტების “ქართული რძის ნიშნის“ პროექტში ჩართვის თაობაზე.

1
2
3

საწარმოს სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა

პროდუქტები, რომლებსაც აწარმოებს საწარმო

პროდუქტები, რომლებზეც საწარმოს სურს “ქართული რძის ნიშნის” მიღება

არის თუ არა საწარმო რეგისტრირებული რძის პროდუქტების მწარმოებელ ბიზნესოპერატორად?

აქვს თუ არა საწარმოს მიღებული ბიზნესოპერატორის აღიარება სსიპ “სურსათის ეროვნული სააგენტოს”

აქვს თუ არა საწარმოს დანერგილი HACCP სისტემა?

აქვს თუ არა საწარმოს ამ განაცხადის შევსების მომენტისთვის მიზნობრივი პროდუქტების წარმოების მინიმუმ 3-თვიანი გამოცდილება?

11. რა პროდუქტების დამზადებისას იყენებს საწარმო რძის ფხვნილს?