ქართული რძის ნიშნის შესახებ
"ქართული რძე" არის რძის პროდუქტების განმასხვავებელი ნიშანი და მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ ნედლი რძით. ნიშნის მიზანია ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას.
საწარმოები
ბოლო წლებში რძის ფხვნილის გამოყენება ყველის წარმოებაში საგრძნობლად გაიზარდა. ამის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი წარმოების დაბალი ხარჯია. ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება უნდოდეს კიდევაც რძის ფხვნილით დამზადებული ყველის შეძენა, თუმცა ყველა მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს როცა პროდუქტი დამზადებულია რძის ფხვნილისგან და ეს ინფორმაცია მკაფიოდ/ნათლად უნდა იკითხებოდეს ეტიკეტზე.
გთხოვთ განიხილოთ ქვემოთ მითითებული საწარმოს განაცხადი ქართული რძის პროდუქტების “ქართული რძის ნიშნის“ პროექტში ჩართვის თაობაზე.